კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლიმატურ-გამაჯანსაღებელ კურორტ ქობულეთში!
ქობულეთი აჭარის ზღვისპირა კლიმატური კურორტებისგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა. ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, რომელიც კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ბათუმიდან 25 კმ–ის დაშორებით მდებარეობს, საქართველოს შავი ზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს, რომელიც რეკომენდირებულია არამარტო დასვენებისთვის, არამედ სამკურნალოდაც, რადგან დადებითად მოქმედებს ქრონიკული და გულსისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულებზე.
საქართველოს ზღვისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია ქობულეთის ფიჭვნარი, სადაც ვრცელ ტერიტორიაზე (დაახლოებით 100 ჰექტარი) შესანიშნავადაა გადარჩენილი ძვ.წ. II-I ათასწლეულების შუა და ელინისტური ხანის მძლავრი კულტურული ფენები.
6 კმ-მდე კეთილმოწყობილი ზღვისპირა ბულვარი ქობულეთის სავიზიტო ბარათია!
მუნიციპალიტეტის სანაპირო ზოლის მთლიანი სირძე 24 კმ-ია.