საქართველოს ვირტუალური სახელმძღვანელო

ისტორიული ადგილებისა და მემკვიდრეობითი აქტივებისათვის

საქართველოს შესახებ

წარმოუდგენელია რამდენიმე სიტყვით აღიწეროს საქართველოს კულტურა თუ ისტორია. იგი გახლავთ პაწაწინა ქვეყანა უძველესი დასახლებებით, რომლებიც ათასწლეულებს მოითვლიან
საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს დასახლებულ ტერიტორიას მსოფლიოში. წარმოუდგენელია რამდენიმე სიტყვით აღიწეროს მისი კულტურა თუ ისტორია. იგი უძველესი ქვეყანაა თავისი უნიკალური დამწერლობით, რომელიც შეტანილია UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.
 საქართველოში თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ უძველესი დასახლებები, რომლებიც ათასწლეულებს მოითვლიან. აქ თქვენ იხილავთ ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ აღმოჩენებს, მეღვინეობის კულტურის არსებობის მტკიცებულებებს, რომლებიც დაახლოებით 8 000 წლისაა, სხვადასხვა ისტორიული პერიოდის სამკაულებს, ხატებსა თუ საბრძოლო იარაღებს. 
ქართული ეროვნული ცეკვები და ტრადიციული მრავალხმიანობა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალიური ნაწილია. 
საქართველოს არქიტექტურა გამოირჩევა მარვალფეროვნებით, შუასაუკუნეების სტილისა და მავრიტანული თუ არტ-ნუვოს სტილის ფასადების უცნაური კომბინაციებით. აქვე შეხვდებით საბჭოურ მოზაიკებსა თუ საცხოვრებელ სახლებს, ისევე როგორც 21-ე საუკუნის ულტრათანამედროვე შენობებს. 
ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, შესაძლებლობას იძლევა ისიამოვნოთ წელიწადის ოთხივე სეზონით, შავი ზღვის ულამაზესი სანაპიროებით თუ სამთო-სათხილამურო თავგადასავლებით. 

ტურები

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვირტუალური სახელმძღვანელო, რომლის მიზანია შავი ზღვის საზღვრისპირა კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი მემკვიდრეობების შენარჩუნება/განვითარების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 
სახელმძღვანელო წარმოადგენს ინტერაქტიულ ინსტრუმენტს, რომელიც ტურისტებს მისცემს საშუალებას შეისწავლონ რუკაზე აღნიშნული ობიექტები,  განახორციელონ ამ ობიექტების ვირტულური ტური, გაეცნონ მათ ისტორიას და გაიგონ ბევრის სხვა საინტერესო ინფორმაცია მათ შესახებ. 

პროექტის შესახებ

პროექტი  „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“(GreeTHis) -  დაფინანსებულია შავი ზღვის აუზის 2014-2020 პროგრამის მიერ. იგი აერთიანებს 6 პარტნიორი ქვეყანას: ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა, საბერძნეთი, საქართველო და რუმინეთი. 

 

პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზში ტრანსსასაზღვრო, მწვანე და ისტორიული ტურიზმის განვითარების გაღრმავება კულტურული და ისტორული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობით; ისტორიული მემკვიდრეობისა და დაცული ძეგლების ადაპტაცია კლიმატის ცვლილებების მიმართ; ინოვაციური ბიზნესმოდელების გაზიარების ხელშეწყობა პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის. 
მეტი ინფორმაცია აღნიშნულ პროექტზე იხილეთ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://greethis.net.