საქართველოს ვირტუალური სახელმძღვანელო

ისტორიული ადგილებისა და მემკვიდრეობითი აქტივებისათვის

ტურები
ქობულეთი
ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორიები - ,,კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1999 წელს შეიქმნა, მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს (439 ჰა), მდებარეობს ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვის გასწვრივ, ფიჭვნარის ეკოპლაჟიდან დაახლოებით 300 მეტრში. ისპანი I-ზე დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული, მეორადი მცენარეული დაჯგუფებები, ხოლო ისპანი II წარმოადგენს უნიკალურ სფაგნუმიან ტორფნარს. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი საინტერესოა ვიზიტორებისთვის, აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება. 1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიან ტერიტორიად გამოცხადდა, რომელიც მიგრირებადი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი ადგილია. 2021 წელს კი UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდა.

ფოტო გალერეა

ლოკაცია