საქართველოს ვირტუალური სახელმძღვანელო

ისტორიული ადგილებისა და მემკვიდრეობითი აქტივებისათვის

ტურები
ქობულეთი
მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი მდინარე ჩაქვისწყლის ხეობაში, სოფელ ჩაქვისთავში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15698,8 ჰა-ს შეადგენს. ეს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე უხვნალექიანი ადგილია. მტირალას ეროვნული პარკის უნიკალურმა კოლხურმა ტყემ და უიშვიათესმა ბუნებამ განაპირობა ის, რომ მტირალას ეროვნულ პარკს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. აქ შესაძლებელია დაიგეგმოს ერთი და ორ-დღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. დიდი ინტერესით სარგებლობს კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 12 მეტრს აღემატება. აგრეთვე, ჩანჩქერიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს გამდინარე, გამჭვირვალე და კალმახებით მდიდარი ტბა, რომელშიც კლდეებს შორის მოჩუხჩუხე მდინარე ჩაედინება. მტირალაზე შესაძლებელია ეკო, სათავგადასავლო და სამეცნიერო ტურების მოწყობა.

ფოტო გალერეა

ლოკაცია