საქართველოს ვირტუალური სახელმძღვანელო

ისტორიული ადგილებისა და მემკვიდრეობითი აქტივებისათვის

ტურები
ქობულეთი
პეტრას ციხე

პეტრას ციხე

სოფელ ციხისძირში მდებარეობს ჩვ,წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული, უძველესი ციხე-ქალაქ პეტრას ნანგრევები. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის - ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანსა და სომხეთს. ასევე კარგად იყო განვითარებული საზღვაო ნაოსნობა. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგდომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.

ფოტო გალერეა

ლოკაცია