ჩეხედანას წმინდა გიორგის მონასტერი სოფელ ლეღვას თემში, სოფელ ცხრაფონაში მდებარე მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. ის 1609 წელს ააშენა მამია II გურიელმა თავისი მცირეწლოვანი შვილის, მანუჩარის სულის საოხად. ტაძარი იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანემ აკურთხა. ჩეხედანას ეკლესია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქად დადგინეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გურიაში ჩასულ იერუსალიმის პატრიარქს წირვა აქ უნდა აღესრულებინა. ის ბაილეთის და მამათის ეკლესიებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილება იყო.
მთლიანად დანგრეული ეკლესია ძველის საძირკველზე ხელახლა ააშენეს XX საუკუნის 90-იან წლებში