საქართველოს ვირტუალური სახელმძღვანელო

ისტორიული ადგილებისა და მემკვიდრეობითი აქტივებისათვის

ტურები
ქობულეთი
ქობულეთის მუზეუმი

ქობულეთის მუზეუმი

ქობულეთის მუზეუმში 6500-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული, რომლებიც წარმოადგენენ ისტორიულ, ეთნორაფიულ, ხელოვნების თუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს.

მუზეუმში წარმოდგენილია სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილი 9 000 წლის წინანდელი შრომითი და ყოფითი ნივთები,  როგორც ადრე ბრინჯაოს, ისე ბრინჯაო-რკინის ხანის მასალები: სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფრაგმენტები საკულტო-რელიგიური ნიშნებით, კოლხური ცული, ქვის საწაფები და სხვა, ხოლო ანტიკური პერიოდი წარმოდგენილია ფიჭვნარის ძვ.წ. V-IV სს-ის კოლხური და ელინური სამაროვნებით, სხვადასხვა დანიშნულების თიხის ნაკეთობებით, სამკაულებით, რომაული და ანტიკური ამფორებით, აქვეა დაცული ვერცხლის ფული, კოლხური თეთრები და ცნობილი სინოპი. მუზეუმში დაცულია XVIII-XIX სს-ში ე.წ. დედაბრული ხელით გადაწერილი შელოცვების წიგნი, ასევე ისპანის ტორფნარში ნამარხი რელიქტური ტყის ნარჩენები.

მუზეუმს გააჩნია კინოდოკუმენტალისტიკისა და საკონფერენციო დარბაზები.   

ფოტო გალერეა

ლოკაცია