საქართველოს ვირტუალური სახელმძღვანელო

ისტორიული ადგილებისა და მემკვიდრეობითი აქტივებისათვის

ტურები
ლანჩხუთი

ლანჩხუთი

ლანჩხუთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვის 18 კმ-იანი სანაპირო (საკურორტო)ზოლი. აღმოსავლეთით _სამტრედიისა და ჩოხატაურის, ჩრდილოეთით-ხობის, სენაკის და აბაშის, ხოლო სამხრეთით - ოზურგეთის მუნიციპალიტეტები.

მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში 16 ტერიტორიული ერთეულია. დაბლობის ზონის სოფლები ესაზღვრება შავ ზღვას და კოლხეთის ეროვნულ პარკს. მთიანი ზონის სოფლები განლაგებულია 400-500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

ქალაქი ლანჩხუთი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი- ქალაქად გამოცხადდა 1961 წელს. მოსახლეობა 8 ათასი(2006წ). ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVII  (ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით) საუკუნეში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, სამტრედია-ბათუმის საავტომობილო გზაზე.

მუნიციპალიტეტის უმეტესი ნაწილი სუბტროპიკულ ზონას წარმოადგენს. ლანჩხუთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სასოფლო-სამეურნეო და აგრარული პოტენციალით. იწარმოება მარცვლეული, ჩაი, ციტრუსი, კივი, ფეიხოა, თხილი, დაფნა, ბამბუკი, ბოსტენული და ბაღჩეული კულტურები.  განვითარებულია კერძო მესაქონლეობა.

მუნიციპალიტერტის ტერიტორიაზე მრავლადაა ხელოვნური წყალსაცავები და ტბორები. ტბები:  იმნათი, ჯაპანა, მდინარეები: სუფსა, ფიჩორი, ლეისწყალი, შუთი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს საქართველოსთვის და ამიერკავკასიის დასავლეთ ზონისთვის სტრატეგიული ობიექტი სუფსის ტერმინალი.

ვირტუალური ტურები