აცანა მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე,ზღვის დონიდან 150 მ., ლანჩხუთიდან 8 კმ. სოფელში გადის ლანჩხუთი- ნასაკირალის- საავტომობილო გზა. მდინარე აცაურას ხეობა გამორჩეულია ბუნებრივი კანიონებით და ჩანჩქერებით: აკიბულას და ელინაბადოს ჩანჩქერები; საქუხიას კანიონი.