სოფელ არჩეულში მდებარე გურული მწერლის ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი _ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. სახლს გარშემო აკრავს ნაკრძალი ტყე ასწლოვანი ხეებით. ტერიტორიის საერთო ფართობი 7 ჰექტარს აღწევს. აქ განთავსებულია, გურული ოდა-სახლი, საგამოფენო დარბაზი, გურული სამზადი და გურული ეთნოგრაფიის კუთხე. მუზეუმში დაცულია 6000-მდე ექსპონატი.