საქართველოს ვირტუალური სახელმძღვანელო

ისტორიული ადგილებისა და მემკვიდრეობითი აქტივებისათვის

ტურები
ფოთი

ფოთი

ვირტუალური ტურები

ტერ-ნიკოგოსოვის სახლი

ტერ-ნიკოგოსოვის სახლი

ამჟამადმშობელთა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლიhttps://goo.gl/maps/nzN9cFaA5ezmiHvz8

მის: წმინდა გიორგისქ.№23

ექიმ ტერ ნიკოგოსოვის საცხოვრებელი სახლი, აგებულია არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის მიერ 1894 წელს. შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში გამავალ ერთ-ერთ მთავარ ცენტრალურ ქუჩაზე.წითელი აგურის შენობა მოდერნის სტილშია შესრულებული. შენობის ცენტრალური ნაწილი ორსართულიანია, რომელიც ორივე ქუჩის მიმართულებით ერთი სართულით გრძელდება. შესასვლელი წარმოდგენილია ღია თაღოვანი არკით და ბოლოვდება აგურის ფრონტონით. ცენტრის მეორე სართულს მცენარეული ორნამენტებით შემკული, ლითონის ჭედურში შესრულებული აჟურული ღია აივანი ამშვენებს.

სამხატვრო სასწავლებელი

სამხატვრო სასწავლებელი

ნიკოლაძისპერიოდიარქიტექტორიე.ფრიკი 1901-1907/

სამხატვრო სკოლის შენობა მდებარეობს კუნძულის უბანში, კერძოდ თამარ მეფის (ნიკო ნიკოლაძის პერიოდში ნახიმოვის) ქუჩაზე.

შენობა ერთსართულიანია და აშენებულია წითელი აგურითა და თეთრი ქვით. ამ მასალების სინტეზით მიღწეულია მაღალი მხატვრული დონე და ვიზუალური ეფექტები, რაც უდავოდ შენობის არქიტექტორის დიდ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

შენობა ამ პერიოდის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ელემენტებითაა,    კერძოდ : სართული მაღალჭერიანია , ფასადებზე გამოყენებულია აგურის დეკორატიული ნახევარკოლონები, კონსოლური კარნიზები, პარადული თაღოვანი შესასვლელები, მაღალი პარაპეტები და სხვა.

საზღვაო საწვრთნელი ცენტრი

საზღვაო საწვრთნელი ცენტრი

ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში. სამსართულიან შენობას გააჩნია სადღესასწაულო შესასვლელები. შენობის ირგვლივ გაშენებულია ბაღი, რომელიც შემოღობილია ბეტონის დეკორატიული ღობით.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას ჩაუტარდა  რეაბილიტაცია  და 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი - „ფოთის საზღვაო სასწავლო -საწვრთნელი ცენტრი“, რომელიც ორიენტირებულია საზღვაო მიმართულებით პროფესიული კადრების მომზადებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას.

სასწავლებელი გათვლილია 1000 სტუდენტზე. 2021 წლის აპრილის თვიდან მიმდინარეობს მოკლევადიანი კურსები მოქმედი მეზღვაურებისათვის. 10 პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა დაიწყება ოქტომბრის თვიდან.

სასწავლებელში არსებული 10 ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოში საუკეთესო თანამედროვე სიმულატორებით, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, შესაბამიისად სასწავლებელი მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

სტუდენტებისათვის მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე-სკვერი, სპორტული აქტივობებისათვის ფეხბურთის სტადიონი და ფიტნეს დარბაზი. როგორცშიდა, ასევე გარე შეხვედრებისა და აქტივობებისათვის საკონფერენციო დარბაზი და ბიბლიოთეკის დიდისივრცე.