ნიკოლაძისპერიოდიარქიტექტორიე.ფრიკი 1901-1907/
სამხატვრო სკოლის შენობა მდებარეობს კუნძულის უბანში, კერძოდ თამარ მეფის (ნიკო ნიკოლაძის პერიოდში ნახიმოვის) ქუჩაზე.
შენობა ერთსართულიანია და აშენებულია წითელი აგურითა და თეთრი ქვით. ამ მასალების სინტეზით მიღწეულია მაღალი მხატვრული დონე და ვიზუალური ეფექტები, რაც უდავოდ შენობის არქიტექტორის დიდ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.
შენობა ამ პერიოდის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ელემენტებითაა, კერძოდ : სართული მაღალჭერიანია , ფასადებზე გამოყენებულია აგურის დეკორატიული ნახევარკოლონები, კონსოლური კარნიზები, პარადული თაღოვანი შესასვლელები, მაღალი პარაპეტები და სხვა.