საქართველოს ვირტუალური სახელმძღვანელო

ისტორიული ადგილებისა და მემკვიდრეობითი აქტივებისათვის

ტურები
ქობულეთი
კინტრიშის დაცული ტერიტორიები

კინტრიშის დაცული ტერიტორიები

,,კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში -  კინტრიშის დაცული ტერიტორიები სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული, ქობულეთიდან 20 კმ-ში. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის და მთლიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია - მდინარე კინტრიში - სათავეს ხინოს მთიდან იღებს და ქალაქ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება.  კინტრიშის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა ძუძუმწოვრების, უხერხემლო ცხოველებისა და ქვეწარმავლების, მათ შორის ადგილობრივი, უძველესი და გლობალურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და ჯგუფების მრავალფეროვნებით. აქ სრულადაა შემონახული მესამეული გამყინვარების პერიოდის ტყის უძველესი სახეობები, რომლებიც ცნობილია „კოლხური ფლორის“ სახელწოდებით. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ძუძუმწოვრების 48 სახეობის საბინადრო ადგილს წარმოადგენს; 

დაცული ტერიტორიის ვიზიტორთა ცენტრთან ახლოს ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის მამათა  მონასტერი მდებარეობს, ხოლო 17 კმ-ში - ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსია აღმართული. ხინოწმინდის შვიდსაკურთხევლიანი უნიკალური ტაძრის აგების თარიღად X-XI საუკუნეები მიიჩნევა.

ფოტო გალერეა

ლოკაცია